კომაროვის სკოლაში, ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელმა და ISET-ის პროფესორმა, თეიმურაზ გოგსაძემ "ვაკონტროლებთ თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებებს?" - თემაზე ლექცია ჩაატარა!
- 20 თებერვალი, 2019
კომაროვის სკოლაში ISET - ი აგრძელებს ლექციათა ციკლს.
დღევანდელი ლექციის თემა იყო: "ვაკონტროლებთ თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებებს?", რომელიც ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელმა და ISET-ის პროფესორმა, თეიმურაზ გოგსაძემ ჩაატარა.
ლექცია განიხილავდა შემდეგ საკითხებს:
ინფორმაციის ფორმა და გადაწყვეტილებები;
ვიზუალური და შემეცნებითი ილუზიები;
ვინ იღებს გადაწყვეტილებებს;
გადაწყვეტილების მიღების ილუზიები.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის ISET-ს და თეიმურაზ გოგსაძეს საინტერესო ლექციისათვის.